რომან გოცირიძე: მე რომ ვაკის პარკი მომცეთ შეღავათიან ფასად, ერთ ნაწილში ბეტონის კორპუსები ავაშენო, მეორე ნაწილი კი უკან დავაბრუნო საარჩევნოდ, როგორი ბიჭი ვიქნები?

“ივანიშვილმა იპოდრომი თბილისის მერიას დაუბრუნაო.

მე რომ ვაკის პარკი მომცეთ შეღავათიან ფასად, ერთ ნაწილში ბეტონის კორპუსები ავაშენო, მეორე ნაწილი კი უკან დავაბრუნო საარჩევნოდ, როგორი ბიჭი ვიქნები? მანიპულატორი და ამომრჩევლის მომსყიდველი.

იპოდრომი გაიყიდა იმ პირობით, რომ ერთ ნაწილში იქნებოდა რეკრეაციული ზონა, მეორეში თანამედროვე განაშენიანებული სივრცე. სინამდვილეში რა მივიღეთ? ის ტერიტორია, სადაც იყო საჯინიბოები, სასტუმრო კოტეჯები და სხვა ინფრასტრუქტურა, დაინგრა, ნაწილ-ნაწილ გაიყიდა და ბეტონის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები წამოიჭიმა.

რაც გადაიხადა, ამოიღო ივანიშვილმა.

იპოდრომის გავერანებას დიდი ხანია აპროტესტებს ხალხი. პირველად იქ პარკის გაშენების მოთხოვნით აქცია წამოიწყო სოციალურ ქსელში ჩვენმა საამაყო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი დაპირება თბილისის მერის არჩევნების დროს იყო ამ ტერიტორიის გამოსყიდვა და ქალაქის ცენტრალური პარკის აშენება. ამას ითხოვდა მთელი საზოგადოება. იქ არავინ გააბედვინებდა ვინმეს კორპუსების აშენებას. ადრე თუ გვიან, მანდ პარკი გაშენდებოდა.

ივანიშვილმა მორიგი მოსყიდვის აქტი განახორციელა. ვერ უშველის ეს. განადგურებული ”ლაგუნა ვერეც” და მიმდებარე აბრეშუმის ფაბრიკაც რომ მიაყოლოს ამ ”საჩუქარს”, მაინც ვერაფერი გადაარჩენს დამარცხებისთვის განწირულ რეჟიმს”,-წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ჩვენ გვაქვს ძალა, გამოცდილება და გამბედაობა გავჩეროთ ბორდერიზაცია
შემდეგი სტატია„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- ,,მარნეულის ინციდენტის მონაწილეთა გირაოთი გათავისუფლება, წინასაარჩევნოდ, ძალადობას წაახალისებს”