რომან გოცირიძე : „ხიშბა-სიგუას სიას” არანაირი ძალა არ ექნება და ამით მხოლოდ საქართველოში მყოფ რუსეთის აგენტურას გაახარებენ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ხიშბა–სიგუას სიას” ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ სიას, თუნდაც ე.წ. პარლამენტმა მიიღოს, არანაირი ძალა არ ექნება. მისი თქმით, ამით მხოლოდ საქართველოში მყოფი რუსეთის აგენტურის წარმომადგენლები გაიხარებენ.

„რა არის ეს „ვეტერანთა კავშირი“? არავინ იცის. ბუნებრივია, რუსეთის აგენტურა იქნება, რომელსაც დაავალეს რაღაცის გამოქვეყნება.

სიას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ძალა და ის უნდა იყოს სამართლებრივად გამართული. ჩვენი სია(„ოთხოზორია – ტატუნაშვილის სია“) ეს არის პარლამენტის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელსაც აქვს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა. არაფერი აზრი არ აქვს, თუნდაც ე.წ. პარლამენტმა მიიღოს ეს სია და მერე რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს? არაფერი, მხოლოდ საქართველოში არსებულ რუსეთის აგენტურას გაახარებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ“ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საპასუხოდ დე ფაქტო პარლამენტს „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღება შესთავაზა. სიაში 26 ადამიანი მოხვდა. მათ შორის „ხიშბა-სიგუას სიაში“ მოხვდნენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრები- ბაჩო ახალაია, დავით კეზერაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და გია ყარყარაშვილი, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, ბრიგადის გენერალი მამუკა ყურაშვილი, „ტყის ძმების“ ლიდერი დავით შენგელია, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი რომან შამათავა და სხვა პირები.

banner
წინა სტატიაშისტიქია რაჭაში – წყალდიდობის შედეგად წაღებულია ხიდები და დაზარალდა რამდენიმე ოჯახი
შემდეგი სტატიამზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონსტრუქციული ხედვები