მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონსტრუქციული ხედვები

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც კონსტრუქციული ხედვები ექნება.

როგორც ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს ზეპარტიული ამოცანები აქვს და მათი შესრულება ყველას მიზანი უნდა იყოს.

“ჩვენ დღეს საქართველოში ზეპარტიული ამოცანები გვაქვს, ეს არის ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და განათლების სექტორის ძირეული რეფორმა. მე, ისევე, როგორც ჩემი გუნდი, მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონსტრუქციული ხედვები, ვისაც ექნება იდეები, თუ როგორ მოვახერხოთ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ამ ზეპარტიული ამოცანების გადაწყვეტა ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად შევქმნით თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოს და ამით შექვმნით ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : „ხიშბა-სიგუას სიას” არანაირი ძალა არ ექნება და ამით მხოლოდ საქართველოში მყოფ რუსეთის აგენტურას გაახარებენ
შემდეგი სტატიაკლდოვანი მასის​ ჩამოშლის გამო, წესი-ურავის გზის მე-5 კმ-ზე მოძრაობა აიკრძალა