რომან გოცირიძე: ეს არის დაუბალანსებელი ბიუჯეტი, რომლითაც არაერთი ილუზიის დაფინანსებაა გაწერილი

სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების შესახებ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზეც იმსჯელებენ. ბიუჯეტის პროექტი, რომლის განხილვაც დღეს მოხდება, საბოლოო ვარიანტია და მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები აღარ შევა.

ამ რედაქციაში უკვე გათვალისწინებულია ის 65 მილიონი ლარი, რომელიც მომავალ წელს უნდა მოხმარდეს ფიზიკური პირების დოლარში არსებული სესხების ლარში კონვერტირებას.
ბიუჯეტში ასევე გაწერილია ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს აქციზის გადასახადის გაძვირებას თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებზე და იმპორტირებულ მანქანებზე. გაზრდილია სუსის დაფინანსება.
მთავარი საფინანასო დოკუმენტის მიხედვით, მთავრობა გეგმავს 10%-ით შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები და ასევე სახელფასო ფონდი.
ბიუჯეტს მხარს არ უჭერს ნაციონალური მოძრაობა. 2017 წლის ბიუჯეტი იმაზე ცუდია, ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტი იყო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძის განცხადებით, დარჩენილია 20 სამუშაო დღე და ეს ბიუჯეტი საჭიროებს შევსებას 1,1 მილიარდი ლარით, რაც აბსოლუტურად წაროუდგენელია.

„2017 წლის ბიუჯეტი არის გაბერილი, არარეალისტური ბიუჯეტი, რომელიც არაფერ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, იქნება მუდმივი პრობლემა ლართან და ფასებთან მიმართებაში. ეს არის დაუბალანსებელი ბიუჯეტი, რომლითაც არაერთი ილუზიის დაფინანსებაა გაწერილი, პროგრამა არის არასწორი, ბიუჯეტი არის ცუდად შედგენილი და ეს შექმნის მაკროეკონომიკურ არასტაბილურობას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“თუ ვინმემ ხარჯების ოპტიმიზაცია ისე გაიგო, რომ ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა”
შემდეგი სტატიაახალი ბიუჯეტით სუს-ის დაფინანსება 18 მილიონით იზრდება