რომან გოცირიძე : დიახ, დღეს პარლამენტში ოპოზიცია შეგნებულად არ წამოუდგა ფეხზე სალომე ზურაბიშვილს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 30, 2019 14:07

რომან გოცირიძე : დიახ, დღეს პარლამენტში ოპოზიცია შეგნებულად არ წამოუდგა ფეხზე სალომე ზურაბიშვილს

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ფეხზე არ წამოდგნენ.

როგორც დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, ოპოზიციამ ეს შეგნებულად გააკეთა, რაც ხელისუფლებისადმი ერთგვარი გაფრთხილებაა.

„დიახ, ოპოზიცია შეგნებულად არ წამოუდგა ფეხზე სალომე ზურაბიშვილს, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ არის ის არჩეული, დაწყებული გაყალბებული არჩევნების ისტორიიდან, დასრულებული იმ განცხადებებით, რომელსაც აკეთებს და აზიანებს ქვეყანას. ეს არის ჩვენი ერთგვარი გაფრთხილება ხელისუფლებისადმი, რომ ჩვენ გაყლაბებული არჩევნებით მოსულ პრეზიდენტს ვერ მივცემთ ლეგიტიმაციას“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს კონკრეტული პასუხი არ გასცა. „მოდი, თქვენს კითხვაზე პასუხი დავტოვოთ ისევე ბუნდივნად, როგორი ბუნდოვანიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი“, – აღნიშნა ბოკერიამ.

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 30, 2019 14:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics