პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვარი უნდა იყოს დადგენილი

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ორ კეთილმეზობლური ურთიერთობის მქონე მეგობარ ქვეყანას შორის საზღვარი უნდა იყოს დადგენილი, – ასეთ კომენტარს აკეთებს საქარველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე.

​​„შეიძლება, საქართველოს მოქალაქე საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ გადაადგილდებოდეს ან გადაადგილდებოდეს შეზღუდვით მხოლოდ იმიტომ, რომ ამან შეიძლება გააღიზიანოს თუნდაც მეგობარი ქვეყნის მესაზღვრე – არ არის ხომ, ეს ნორმალური. საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩამოსული ტურისტისთვის არის შეუზღუდავი ნებისმიერი მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ორ კეთილმეზობლური ურთიერთობის მქონე მეგობარ ქვეყანას შორის საზღვარი უნდა იყოს დადგენილი. ამის შესახებ აზერბაიჯანში ვიზიტისას შეთანხმება მიღწეულია საქართველოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის, რომ აუცილებლად უნდა განახლდეს მუშაობს დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ, რომელიც წლებია, გაჩერებულია და კომისიამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ საკითხებზე. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ორ კეთილმეზობელ და მეგობრული ურთიერთობის მქონე ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : დიახ, დღეს პარლამენტში ოპოზიცია შეგნებულად არ წამოუდგა ფეხზე სალომე ზურაბიშვილს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი : მჯერა, წარმატებით გავაგრძელებთ სვლას დასახული მიზნისკენ, ევროპისკენ