რომან გოცირიძე : დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით არაფერს გამოიძიებენ

აბსოლუტურად, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით არაფერი იქნება გამოძიებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძე დარწმუნებულია, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების პროცესის უკან ხელისუფლება დგას.

„ბოლო 7 წლის მანძილზე ფარული ჩანაწერების გავრცელების არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი და დღემდე არ გასცემია პასუხი კითხვას, თუ ვინ გააკეთა ეს. როდესაც მსგავსი რამ ხდება, მიზანი ერთია – ცალკეულ პირებზე პოლიტიკური ზემოქმედების განხორციელება. ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ყველაზე ამორალური ფორმა. არასდროს გამოიძებენ თუნდაც რუსთაველის 12-ში „ტროლების ფაბრიკის“ მუშაობას, საიდანაც „თიბისი“ ბანკზე კიბერ შეტევა განხორციელდა. ამას ხელმძღვანელობს ხელისუფლება და ის, რაც ხდება არის ძალაუფლებისთვის ბრძოლის ყველაზე უნამუსო და უწესო ფორმა“, – განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : მათ, ვინც აპროტესტებს ტაქსის რეფორმას, შეუძლიათ გამოყონ ჯგუფი, ვისაც ენდობიან და შევხვდებით
შემდეგი სტატიაქუთაისის მერიაში პროტესტის ნიშნად ღამის ქოთნები მიიტანეს