ქუთაისის მერიაში პროტესტის ნიშნად ღამის ქოთნები მიიტანეს

ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების გაუმართაობა გააპროტესტეს. პარტია “თავისუფალმა საქართველომ” აქცია – პერფორმანსი გამართა და მერიაში ღამის ქოთნები მიიტანა.

გოგი წულაიას განცხადებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაუმართავია, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეოას და ტურისტებს პრობლემები ექმნებათ. პარტიის წევრებმა მერიაში განცხადება მიიტანეს და ქოთნების კანცელარიაში დატოვება სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მერიაში ნივთები არ შეატანინეს.

„ევროპიდანაც, სხვათა შორის, პარიზიდანაც გამოგვიგზავნეს რამის ქოთნები, პამპერსები, რათა ქალაქის მერმა როდესაც ტურისტი ჩამოვა და არ იქნება ტუალეტი, დაარიგებს, რა… ესაა მინიშნება იმაზე, რომ ქალაქში ერთი ტუალეტის გახსნა მაინც უნდა შეგეძლოს ქალაქის მართვაზე, რომ გაქვს პრეტენზია, მეტი არაფერი. სხვათა შორის, დამპირდნენ, რომ კალაძესაც გამოუგზავნიან და თბილისშიც ალბათ მერიას მივუტან ასეთ „გარშოკებს,“-განაცხადა წულაიამ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით არაფერს გამოიძიებენ
შემდეგი სტატიაფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხი პირი 5 000-ლარიანი გირაოთი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა