რომან გოცირიძე : დარჩა მესამე მოსმენა, შევალთ და მივცემთ ხმას ოღონდ ამ დროისათვის გამოშვებული იქნას გიორგი რურუა

პოლიტიკური ოპონენტები კვლავ ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან – საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების ფონზე უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, თუ გიორგი რურუა საპატიმროში დარჩება – ისინი საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობაზეც უარს იტყვიან და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ხელისუფლებას ოპოზიციის გარეშე მოუწევს, რაც ქვეყნის იმიჯისთვის არც, თუ სახარბიელოა.

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ცვლილებებს მესამე მოსმენაზე მხარს დაუჭერენ, თუმცა ერთი პირობით, თუკი მანამდე გიორგი რურუას გათავისუფლება მოხდება.

“კონსტიტუციის ცვლილებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის არის კონსესუსით მიღებული და რომლსაც ზურგს უმაგრებს ყველა ოპოზიციური პარტიის ნება. ამიტომ, დარჩა მესამე მოსმენა, შევალთ და მივცემთ ხმას, ოღონდ ამ დროისათვის გამოშვებული იქნას ციხიდან რურუა და ქვეყანაში დამთავრდეს პოლიტ პატიმრების ერა ერთხელ და სამუდამოდ. ოპოზიციის მონაწილეობით, კონსტიტუციის მიღებას აქვს სხვა წონა, აქვს სხვა ფასი. მას აქვს პოლიტიკური სტაბილიზებისა და არჩევნებისადმი მეტი ნდობის აღძვრის ფუნქცია,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა