საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 771-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 914-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : დარჩა მესამე მოსმენა, შევალთ და მივცემთ ხმას ოღონდ ამ დროისათვის გამოშვებული იქნას გიორგი რურუა
შემდეგი სტატიაბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს