რომან გოცირიძე : ანტისახალხო ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, ფრაქცია მოცემულ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.
“ეს ბიუჯეტი, რომელსაც მთავრობა ანტიკრიზისულს უწოდებს, სინამდვილეში ანტისახალხოა. ვინაიდან მასში ჩვენი მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული არაა.

მთავრობა აპირებს მოიზიდოს დაახლოებით 5.5 მილიარდი სესხებისა და ნაწილობრივ გრანტების სახით, და ამ ფულის მხოლოდ 10%ის გაცემას აპირებდა პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით პანდემიის დროს დაზარალებულ მოქალაქეებზე. ეს ძალიან მწირი ოდენობისაა და ამას ჩვენ ვაკრიტიკებდით.

ნაცვლად იმისა, რომ 600 ათასი სამუშაოდაკარგულს მიეღო ეს მწირი დახმარება, მხოლოდ 215 ათასმა მიიღო. იდეალურ შემთხვევაში, 300 ათასიც რომ იყოს, გამოდის რომ თავდაპირველ ბიუჯეტში გათვალისწინებული ადამიანების რიცხვის ნახევარი არ იქნა დაკმაყოფილებული. აკეთებენ დაახლოებით 100 მილიონი ლარის ეკონომიას. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ არ შეამცირონ თავდაპირველი, ძველი ბიუჯეტი.

ეს ბიუჯეტი ძალიან სარისკო იქნება მაკროეკონომიკირი თვალსაზრისით და ის ხელს არ შეწყობს არც ლარის სტაბილურობას არც ფასების დარეგულირებას. ეს ბიუჯეტი აგებულია საარჩევნო ინტერესებზე. ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ. ” – აცხადებს გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ აჩვენეს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება