“ის, რომ ამ ტრიბუნასთან ვდგავარ, როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ასევე პასუხია ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშეა”

თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ამერიკის ევროპული სარდლობის მეთაურმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამართეს, საუბარი რუსეთის პოლიტიკას შეეხო.

თინა ხიდაშელის განცხადებით, მსოფლიო კარგად ხედავს თუ რა ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს პასუხი არის ის, რომ ქვეყანას უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს წევრი.

“აგრესია, არა რიტორიკული, სამწუხაროდ, არამედ ქმედითი, ყოველდღიურად გამოხატული, ნაბიჯ ნაბიჯ საქართველოს ტერიტორიების და საზღვრების მუდმივი გადაწევა გამოწევის მცდელობა არის ყველაზე უფრო ნათელი დასტური იმ რეალობისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ყოველდღიურად და ამავე დროს ასევე არის ყველაზე უფრო ნათელი მაგალითი ჩვენთვის, რისთვის, ან რის წინააღმდეგ უნდა ვცხოვრობდეთ და ვიბრძოდეთ ყოველდღიურად. ყველაფერი სრულიად ნათელია, მარტივია საქართველოს პოზიციაც. ის, რომ მე ვდგავარ ამ ტრიბუნასთან, როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ასევე პასუხია ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა

banner
წინა სტატიაშითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფები განათლების მინისტრს ხვდებიან
შემდეგი სტატიანაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა