თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფები განათლების მინისტრს ხვდებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფები განათლების მინისტრს ხვდებიან.

აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები მინისტრთან კონკრეტული წინადადებებით მოვიდნენ. ისინი აპირებენ, განათლების მინისტრს სთხოვონ დახმარება ე.წ. ოდეერების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც ამ თემაზე იმუშავებს.

რაც შეეხება თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ისინი აპირებენ, განათლების მინისტრს მიაწოდონ ინფორმაცია, ლადო პაპავას დროს დანიშნულ ერთერთ კადრზე, ეს არის ზურაბ კუბლაშვილი, რომელიც მათი ინფორმაციით, წლების წინ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა.

განათლების მინისტრი კი აპირებს ორივე მხარეს მოუსმინოს და ამის შემდეგ განიხილოს სტუდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებები.

„ნებისმიერი საკითხი, რომელიც მიმდინარე პროცესების ფარგლებში სტუდენტებმა დააყენეს, ჩვენ ვფიქრობთ, საჭიროა განვიხილოთ და ვიპოვოთ ის გამოსავალი, რომელიც იქნება ყველასათვის მისაღები, სწორი და რაც მთავარია უნივერსიტეტის შემდეგ განვითარებაზე ორიენტირებული. ჩვენი მხრიდან სრული მზადყოფნაა იმისა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვისმინოთ ყველა ის საკითხი, რომელიც გააუმჯობესებს ჩვენს დღევანდელ ყოფას,“ – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაში“პირველი პასუხი უნდა იყოს, სწორედ, უსაფრთხოების პრევენცია” – თინა ხიდაშელი
შემდეგი სტატია“ის, რომ ამ ტრიბუნასთან ვდგავარ, როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ასევე პასუხია ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშეა”