,,ის, რომ მღებრიშვილი გააბაიბურეს რუსმა პრანკერებმა, არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ გამოძიება არ დაიწყონ”

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს. ბექა ბასილაია ამბობს, რომ სავაურაუდოდ, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის და პრანკერების სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა პროკურატურას ერთი კვირის წინ მიმართა და გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის სამი მუხლით მოითხოვა.

„უნდათ, რომ გააშარჟონ ეს საუბარი, კი ბატონო. მღებრიშვილის საუბარი, თავისი არსით, კომიკურია, მაგრამ ამ კომიზმში ტრაგედია ისაა, რომ საუბრის მონაწილე მღებრიშვილი არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ეს ადამიანი გააბაიბურეს რუსმა პანკერებმა, ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ გამოძიება არ დაიწყონ, რამდენადაც საკითხი ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლების უფლებას, თავისუფალი გადაადგილების უფლებას, სამართლიანი სასამრთლოს უფლებას. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს საერთაშორისო საექსპერტო დაწესებულებებთან კომუნიკაცია საიმისოდ, რომ უცხოეთში მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება, ცხვირში ძალიან მწარედ, ბუმერანგივით მოხვდებათ ის უნამუსობა, რა დამოუკიდებულებითაც ეს ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებს აწარმოებს,“- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ აუდიოჩანაწერი, რომელშიც რუსი პრანკერები უკრაინის შს მინისტრის სახელით, სავარაუდოდ, გიორგი მღებრიშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხზე ესაუბრებოდნენ, უკრაინულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია ერთიანია, რომ პროპორციული სისტემა ყველაზე სამართლიანია, პრეზიდენტის არჩევის წესი კი, პირდაპირი იყო
შემდეგი სტატიარუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” 200 წევრი დახოცეს