რომ არა პარლამენტში ჩემი კოლეგების სიმაღლის მიხედვით შელაგება, დღეს ჩვენ გვექნებოდა ვადამდელი არჩევნები – ბურჯანაძე

ოპოზიციონერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანით, სააკაშვილის მდგომარეობა არ მოგვარდება. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, სააკაშვილის მდგომარეობა სხვა დონის მკურნალობას მოითხოვს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.

„ამით მისი პრობლემა არ დასრულებულა. მაინტერესებდა და სხვა ექიმებსაც ვკითხე მოსაზრებები, პატარა ქალაქია თბილისი და სამედიცინო სფეროში ყველა ყველას იცნობს და დაახლოებით ვიცით სიტუაცია. ყველა ერთხმად ამბობს, რომ მისი მდგომარეობა მოითხოვს სხვა დონის მკურნალობას, ამიტომ ის უნდა იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ კლინიკაში. ასევე, ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ძალიან კარგად, რომ სააკაშვილთან მიმართებით არანაირი სამართლიანობის აღდგენა არ ხდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გარდა ამისა, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია სუსტია და მათი ქმედებების გამო ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ოპოზიციონერები ძალიან სუსტად გამოვიყურებით. ჩვენი ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ანუ ჩვენ ვერ შევთავაზეთ საზოგადოებას ისეთი იდეა და ისეთი ერთიანობა, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნეს იმაში, რომ 101-ედ კიდევ უნდა გამოვიდეს ქუჩაში და არ დაიშალოს, ვერ შევთავაზეთ და ვერ დავარწმუნეთ, იმიტომ, რომ ხან ამას ვიძახით, ხან იმას ვიძახით, ხან პარლამენტში შევედით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა, რომ არა პარლამენტში ჩემი კოლეგების სიმაღლის მიხედვით შელაგება, დღეს ჩვენ გვექნებოდა ვადამდელი არჩევნები და დღეს რომ საქართველოს ჰყავდეს კოალიციური მთავრობა, გაცილებით სხვა ადგილზე ვიქნებოდით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიზანშეწონილია, რაც შეიძლება სწრაფად სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი დღეს საქართველოს ნორმალური განვითარებისთვის და ამიტომ ვაწერთ ხელს თავდებობას – ვაშაძე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ერთად მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დაათვალიერა