მიზანშეწონილია, რაც შეიძლება სწრაფად სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი დღეს საქართველოს ნორმალური განვითარებისთვის და ამიტომ ვაწერთ ხელს თავდებობას – ვაშაძე

მიზანშეწონილია, რაც შეიძლება სწრაფად სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა – მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე მისი მხრიდან არაერთხელ თავდასხმის ობიექტი ვყოფილვარ, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი დღეს საქართველოს ნორმალური განვითარებისთვის და ამიტომ ვაწერთ ხელს თავდებობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ერთმანეთისთვის თვალების დათხრაზე უარის თქმის დრო დადგა”.

“კარგია, რომ მისი გადაყვანა მოხდა და ეს არის დასტური, რომ მართლაც მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვფიქრობ, პოლიტიკური სპეკულაცია რომ დამთავრდეს ამ საკითხზე, საერთაშორისო მედიკოსთა, ექსპერტთა ჯგუფი უნდა ჩაერთოს ამ საკითხში, რომელიც გააკეთებს დასკვნას და ბოლოს, როგორც ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ასევე საქართველოს ნორმალური განვითარებისთვის მართლაც მიზანშეწონილია, რაც შეიძლება სწრაფად, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. ჩვენ გვინდა ნორმალურ პოლიტიკურ გარემოში ვცხოვრობდეთ, ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები ამ დიდი გეოპოლიტიკური ტურბულენციის პირობებშიც კი ვერ ექცევა ყურადღების ქვეშ, როცა ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, ამიტომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. საქართველოში პოლიტიკური პროცესების დეესკალაციას, ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხების პოლიტიკაში დაბრუნებას და რაც მთავარია, ადამიანის, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას ხელს შეუწყობს მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა, ჩვენ ვთქვით, რომ ყველა მექანიზმს შევუწყობთ ხელს, მათ შორის, იმას, რომ უცხოელ მედიკოსთა ჯგუფი ჩამოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ წლებია მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან არაერთხელ თავდასხმის ობიექტი ვყოფილვარ პირადად მე, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი დღეს საქართველოს ნორმალური განვითარებისთვის და ამიტომ ვაწერთ ხელს თავდებობას. ამიტომ არ შევუშინდები ისეთი ნაბიჯების გადადგმას, სადაც სახელმწიფო ინტერესი უფრო მაღლა უნდა დააყენო, ვიდრე ვიწროპარტიული ინტერესი. იმედი მაქვს, პოლიტიკურად ყველა ჩვენი მხარდამჭერი, ამას სწორად გაიგებს, თუმცა, ყველა პოლიტიკოსს აქვს თავის გადაწყვეტილება და პატივს ვცემ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ეს არის პოლიტიკა და არა სამართლებრივი კაზუისტიკა და თუ საჭიროა მზად ვარ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღო მეც ჩემს თავზე, ამას ვამბობ ჩემი ხელმოწერით, რადგან ვფიქრობ, ეს ქვეყანას ჭირდება და წაადგება ამ ვითარებაში. რამდენ ხანს უნდა ვხოცოთ ერთმანეთი და და ვკორტნოთ ერთმანეთს თავ-პირი?! ხომ უნდა დამთავრდეს ეს ამ ქვეყანაში. არ შეიძლება ერთ დღეს საუბრობდე ეროვნულ ერთიანობაზე და მეორე დღეს ამბობდე, რომ თვალები უნდა დათხარო შენს ოპონენტს”, – . ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და ამიტომ ვიცავ ამ პოზიციას, დადგა დრო ერთიანობის და ერთმანეთის თვალების დათხრაზე უარის თქმის,”- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიული ალასანია კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა
შემდეგი სტატიარომ არა პარლამენტში ჩემი კოლეგების სიმაღლის მიხედვით შელაგება, დღეს ჩვენ გვექნებოდა ვადამდელი არჩევნები – ბურჯანაძე