როიტენი: აგენტების კანონი ძირს უთხრის საქართველოს ამბიციას ევროპისკენ მიმავალ გზაზე

“ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდების მშვიდობიანმა დემონსტრაციებმა. მოქალაქეებმა, რომლებიც ქუჩაში გავიდნენ დემოკრატიის დასაცავად. ველოდები, რომ ხვალ ევროპარლამენტში იქნება ნათელი სიგნალი, რომ აგენტების კანონი ნამდვილად ძირს უთხრის საქართველოს ამბიციას ევროპისკენ მიმავალ გზაზე…

ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, (მოსაწყენიც გახდა უკვე ეს და მანამდეც მითქვამს) – საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს მოსახლეობის ნებას. მათ უკვე რამდენჯერმე გამოხატეს თავიანთი ნება, განსაკუთრებით გასულ წელს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს ხელმძღვანელობას შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ ხალხს აქვს შემართება, რომ ხელისუფლებამ უნდა იაროს გზაზე, რომელიც ევროკავშირისკენ მიდის.

თქვა ევროპარლამენტარმა ტეის როიტენმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. [სინქრონული თარგმანიი]

ხვალ ევროპარლამენტში ოცნების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით დებატებია დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაში23 მლნ ლარი ხარვეზიანი სტადიონებისთვის ზუგდიდსა და ფოთში-“ფლანგვის დეტექტორი”
შემდეგი სტატიაროიტენი: სტატუსი ხალხს მიენიჭა და არა – მთავრობას, კანონი ეწინააღმდეგება ხალხის ნებას