23 მლნ ლარი ხარვეზიანი სტადიონებისთვის ზუგდიდსა და ფოთში-“ფლანგვის დეტექტორი”

ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015-ში დაიწყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სტადიონი დღემდე არ გახსნილა. ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

“შპს დაგიმ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აშენებული სტადიონი რამდენიმე თვის დაგვიანებით ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სტადიონი ხარვეზიანია და გამოსაცხადებელია ახალი ტენდერი. ახალი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადამ ბევრჯერ გადაიწია და ბოლო ცვლილებით, მშენებლობა 2024 წლის 15 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა.” – წერს ორგანიზაცია.

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციითვე, ანალოგიური სიტუაციაა ფოთის ცენტრალურ სტადიონთან დაკავშირებითაც, რომლის რეაბილიტაციაც 2013 წელს დაიწყო, რის გამოც UEFA-მ ინფრასტრუქტურა დაიწუნა და 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური თამაშები ფოთში აღარ ჩატარდა. რეაბილიტაციაში სხვადასხვა დროს ჩართულმა ორმა კომპანიამ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინასწარ გადახდილი თანხები, ჯამში 1.2 მილიონი ლარი მიითვისეს.

ზუგდიდის და ფოთის ხარვეზიან სტადიონებში ჯამში 23 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თავდაპირველად დაგეგმილზე რამდენიმე მილიონით მეტი. ამ დროისთვის, ისევ უცნობია როდის გაიხსნება სტადიონები.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – 29 აპრილს ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს
შემდეგი სტატიაროიტენი: აგენტების კანონი ძირს უთხრის საქართველოს ამბიციას ევროპისკენ მიმავალ გზაზე