“როგორი შირმაცაა ამ ხელისუფლებისთვის პროდასავლური კურსი, ისეთივე შირმაა ქრისტე და სიყვარული ჩვენი ეკლესიისთვის”

“როგორი შირმაცაა ამ ხელისუფლებისთვის პროდასავლური კურსი, ისეთივე შირმაა ქრისტე და სიყვარული ჩვენი ეკლესიისთვის და თითოეული გამონაკლისი წესიერი სასულიერო პირისა ვერაფერს ვერ ცვლის”, – ასეთ განცხადებას აკეთებს მიშა მშვილდაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მშვილდაძე ამბობს, დღეს საქართველოში მთავრობის, ეკლესიასა და კრიმინალის სინდიკატია შექმნილი:

სისტემურად ფეოდალიად ქცეული ჩველი ეკლესია შეზრდილია ძალაუფლებაში ამ ხელისუფლებასთან. ფულის, მიწების, ქონების გაყოფით, ბიზნესწილებით. ამ სასიკვდილო ბუკეტში, მესამე მთავარი ინგრედიენტი არის კრიმინალები. კრიმინალები, მკვლელები, მოძალადეები, ბინძური დავალებების საკუთარი ხელით შემსრულებლები. ეს სინდიკატია, ეს სამნი არიან ერთად – მთავრობა, ეკლესია, კრიმინალი, – ამბობს მიშა მშვილდაძე.

banner
წინა სტატიაშიშსს უთხზავს, როგორ გაიპარა კაიფში: გვარამია შსს-ს ვერსიაზე
შემდეგი სტატიაპაატა იაკობაშვილი: ივანიშვილის საყვარელი ბიჭი უნდა წავიდეს და უნდა დაისაჯო