პაატა იაკობაშვილი: ივანიშვილის საყვარელი ბიჭი უნდა წავიდეს და უნდა დაისაჯო

ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ბიჭი უნდა წავიდეს და უნდა დაისაჯოს, – ამის შესახებ “მთავარი” საინფორმაციო გამოშვების წამყვანი პაატა იაკობაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საუბრობს.

დღეს აქ მე მკითხეს წითელი ხაზი ხომ არ გადაკვეთა “ქართულმა ოცნებამო”, “ქართული ოცნება” უკვე გვკლავს, არათუ წითელ ხაზებს კვეთს. წითელი ხაზები ამ ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ გადაკვეთა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 20 ივნისი გაუვიდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გაუვიდა ვახოზე [სანაიაზე] და მის ოჯახზე თავდასხმა. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა მკვლელობა და ეს მკვლელობა “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა.

სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ მოკლა ჩვენი მეგობარი, დაუშვა მისი მკვლელობა. შექმნა გარემო ქვეყანაში, რომ ეს მკვლელობა მომხდარიყო. და ის ადამიანი, ვინც გასცა ამის ნებართვა, ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ბიჭი, რომელსაც ორჯერ თქმა არ სჭირდება, უნდა წავიდეს და უნდა დაისაჯოს. უბრალო გადადგომა მართლა ბაირამობაა მისთვის, – ამბობს პაატა იაკობაშვილი.

banner
წინა სტატიაში“როგორი შირმაცაა ამ ხელისუფლებისთვის პროდასავლური კურსი, ისეთივე შირმაა ქრისტე და სიყვარული ჩვენი ეკლესიისთვის”
შემდეგი სტატიამეუფე ანტონი საელჩოებს: ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ