“როგორც ჩანს უთხრეს, რომ მას ეს ნაწერი უნდა წაეკითხა” – კუჭავას ოჯახი თალაკვაძეს პასუხობს

პროკურორის მკვლელობაში ბარლდებული ბიძინა კუჭავას ადვოკატი შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებებს აბსურდულს უწოდებს.

როგორც გია გოროზია ამბობს, თუ კუჭავას რამდენიმე მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, ალოგიკურია ის ფაქტი, რომ მას მამხილებელი მტკიცებულება ჯიბეში შეენახა.

ადვოკატი უარყოფს გამოძიების ვერსიას, რომლის თანახმად ბრალდებულმა თავი მოიკლა.

მისი თქმით, უახლოეს ხანში მტკიცებულებებით დაადასტურებს, რომ კუჭავა მოკლეს.

“მტკიცებით ფორმაში არ უნდა საუბრობდეს ბატონი თალაკვაძე. მე მას რომ ვუსმენდი, ის ნაწერს კითხულობდა, როგორც ჩანს უთხრეს, რომ მას ეს ნაწერი უნდა წაეკითხა და მან ეს პირნათლად შეასრულა. თუ ესეთი გამოცდილი იყო ბატონი კუჭავა და მას რამოდენიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ლოგიკურია, რომ მკვლელობაში გამოცდილ ადამიანს არ უნდა ჰქონოდა ისეთი მტკიცებულება ჯიბეში, რომელიც მას ამხელდა. საინტერესოა ეს პოპოვი ვინ არის.ჩვენთვის, ოჯახის წევრებისთვის უცნობია. ოჯხის ვერსიით ესენი არიან ისევ და ისევ ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი მოწმეები. ჩვენ ვმუშაობთ დამოუკიდებლად, მოვიძიებთ მტკიცებულებებს და დავუმტკიცებთ საზოგადოებას, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ეს იყო მკვლელობა ,” – აცხადებს გია გოროზია.

banner
წინა სტატიაშირთული მეტეოროლოგიორი პირობების გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია
შემდეგი სტატიააჭარის სანაპირო ზოლში დღეს ხუთ ბალიანი შტორმია მოსალოდნელი