აჭარის სანაპირო ზოლში დღეს ხუთ ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები უამინდობას პროგნოზირებენ

ბათუმში ძლიერი ქარის გამო სავაჭრო ობიექტი დაზიანდა. მას სახურავი გადაეხადა, რომელიხც ავტომობილებს დაეცა. ორივე ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ადგილზე მერიის და პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ავტომობილები დაზღვეული იყო და შესაბამისად, მათი ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს.

აჭარის სანაპირო ზოლში დღეს ხუთ ბალიანი შტორმსაც ელოდებიან. საშტორმო მდგომარეობა რეგიონში ორ დღეს შენარჩუნდება.

banner
წინა სტატიაში“როგორც ჩანს უთხრეს, რომ მას ეს ნაწერი უნდა წაეკითხა” – კუჭავას ოჯახი თალაკვაძეს პასუხობს
შემდეგი სტატიასამებაში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს