როგორც ჩანს კალაძეს პოლიტიკური ამბიციები შეუკვეცეს, სამაგიეროდ პრობლემა აღარ ექნება იმ მილიონებზე, რომელთა „გაქრობაც“ ეს წლებია ხდება-ჭიჭინაძე

„როგორც ჩანს კალაძეს პოლიტიკური ამბიციები შეუკვეცეს, სამაგიეროდ პრობლემა აღარ ექნება იმ მილიონებზე, რომელთა „გაქრობაც“ ეს წლებია ხდება. ზუსტად 9 თვის შემდეგ მივიღე დეპუტატის შეკითხვაზე პასუხი სუს-ისგან, რომ „ვარკეთილი დეველოპმენტის საქმეში“ თურმე არანაირი დარღვევა არ არსებობს. არადა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში 15 მილიონზეა საუბარი,- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას გამორიცხავს.

„ მესამე ვადით „ ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება. მითუმეტეს, რომ ივანიშვილი სერიოზული პრობლემების წინ დგას. კანდიდატები, რომელთა დასახელებაც მოუწევს საარჩევნოდ, კიდევ უფრო მეტი სიმძიმე გახდება მისთვის, რადგან:

1. ძველმა სახეებმა ყველა რესურსი ამოწურეს და მათ სუფთა წაგება უჭირავთ ხელში.

2. რაც შეეხებათ ე.წ. ახალ სახეებს, სულ ტყუილა ჰგონიათ „ოცნებაში“, რომ ისინი საზოგადოების კეთილგანწყობით სარგებლობენ.

მათი ერთადერთი ფუნქცია ქართულ პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ დაიცვა და „გაპრავებაა“ და იმიტომ.

მოკლედ, რეალობა ასეთია, ბიძინა ივანიშვილი ხალხს რეალურად არ იცნობს; მას პოლიტიკოსები კი არა, მორჩილი ადამიანები სჭირდება; ივანიშვილს რომ ჰგონია გუნდი ჰყავს, გუნდი არა, სამაგიეროდ ნამდვილად ჰყავს მცირე დაჯგუფებები, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთის დასმენაზე არიან გადასული;

შესაბამისად, დროის კონკრეტულ მომენტში სწორედ იმ გუნდის ძალაუფლება იკვეთება, ვინც იმ მომენტისთვის მეტი „ნდობის“ მოპოვებას ახერხებს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ არ არსებობს ხედვა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს, ცხოვრების დონე ცოტათი მაინც რომ გაუმჯობესდეს. სამაგიეროდ ივანიშვილის გარემოცვას კარგად აქვს გაკვალული გზა – რაც შეიძლება მეტი ფული როგორ წაიღონ ქვეყნიდან. ხალხს კი, მარსსაც დაჰპირდებიან, რაში ადარდებთ, თუ არ შეუსრულებენ,“- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობამ მოლაპარაკებები დაასრულა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს უპირობოდ გაუხსნის
შემდეგი სტატიავერაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება