როგორ გადაიქცა „პოსტ ტვ“ „კადიროვის პრესცენტრად, ანუ „შალვავიზიის“ ბინძური კამპანია გია ხარჩილავას წინააღდმეგ

„ოცნების“ პროპაგანდისტმა „პოსტ ტვ“-მ ტერორისტობა დაიწყო. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ის, რასაც „შალვავიზიის“ ჟურნალისტები აკეთებენ, ჩველებრივი ტერორზიმია და მეტი არაფერი!

გასაგებია, რომ ეს გოგო-ბიჭები არსებობისთვის იბრძვიან და მექრთამეობისა თუ გამოძალვისთვის ნასამართლევი რამიშვილის „პრიკაზებს“ უსიტყვოდ ასრულებენ, მაგრამ იმაზეც უნდა დაფიქრდნენ, როგორ აკარგვინებთ სახეს „ხაზეინი“!

ერთი სიტყვით, ეს „სახედაკარგულები“, ანუ როგორც წალენჯიხის მერმა უწოდა, „კადიროვის პრესცენტრის“ თანამშრომლები გია ხარჩილავას კერძო საკუთრებაში შეიჭრნენ და ხარჩილავას ასაკოვან დედას თავს ნამდვილი „რაშისტებივით“ დაესხნენ.
უფრო მეტიც, შალვამ, რომელსაც თავი ეროვნული ადათების დამცველად მოაქვს, თავის გოგო-ბიჭებს უბრძანა, წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღეს ხარჩილავას „ტელეტერაქტი“ მოუწყვეთო და საწყალი ყმაწვილები აიძულა, წალენჯიხის მერს თბილისში, საკუთარი საცხოვრებლის აივანზე შევარდნოდნენ.

https://youtu.be/WtsmJ6Q8ItY

წესიერ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ და იგივე ხელისუფლება კანონს პატივს სცემდეს, „კადიროვის პრესცენტრი“ ამ და სხვა თავდასხმებისთვის აქამდეც საკადრისად იქნებოდა დასჯილი, მაგრამ რომელ სამართალზეა საუბარი, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა განსხვავებულად მოაზროვნეებს კადიროვივით ექცევა!

რატომ ესხმის „პოსტ ტვ“ ხარჩილავას თავს? – ამის ამოცნობა-გამოცნობა რთული არ არის, ანუ ხარჩილავა მთელ საქართველოში ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა. შესაბამისად, „ოცნების“ პროპაგანდისტებმა იმთავითვე გადაწყვიტეს, რომ ხარჩილავაზე ფართომასშტაბიანი შტურმი მიიტანონ. ამ დავალებას „კადიროვის პრესცენტრი“  „ქოცობასთან“ უნისონში, ზედმიწევნით ასრულებს და იმის „გატრიზვებასაც“ ცდილობს, თუ რატომ დადის წალენჯიხის პირველი პირი თბილისში.

სხვათა შორის, ის, რის გამოც ხარჩილავა დედაქალაქში დადის, ადგილობრივმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის – დედაქალაქში ყველა სტუმრობის შემდეგ წალენჯიხაში ახალი პროექტი ჩააქვს!

https://youtu.be/Yq64y9ufsHk

„კადიროვის პრესცენტრი“, რა თქმა უნდა, ამასაც ვერ იტანს და ხარჩილავას ათას სიბინძურეს უგონებს და არც იმის თქმას ერიდება, რომ ხარჩილავა, თურმე, მედიის კითხვებს არ პასუხობს.

საბედნიეროდ, ქართული ჟურნალისტიკა „პოსტ ტვ“-ით არც იწყება და არც  – მთავრდება. ამიტომ, „კადიროვის პრესცენტრის“ უნიჭო ბინძური კამპანიის ხალხს არ სჯერა.
ჰოდა, „შალვავიზია“ სულ რომ წელში გაწყდეს, ამ ბინძური კამპანიით ხალხის მიერ არჩეულ წალენჯიხის მერს ვერ დააშანტაჟებს და ვერც ვერაფერს გამოსძალავს!

აქვე, კეთილი რჩევა შალვას: შენი „ქოცებს“ ეშინიათ და ვინც შეგიშინებია, ისევ ისინი შეაშინე! შენნაირების ჯინაზე, წალენჯიხა დემოკრატიის ჰაბად დარჩება და ინფრასტურქტურაც აყვავდება!

ასე რომ, „ბელა ჩაო“, შალვა!  

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – ვინც დღეს ნიშნის მოგებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას – კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საქართველოში ომი ურჩევნია მშვიდობას
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტზე – შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის