არჩილ თალაკვაძე – ვინც დღეს ნიშნის მოგებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას – კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საქართველოში ომი ურჩევნია მშვიდობას

ვინც დღეს ჟრიამულით და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას – კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს , – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრი და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრას.

როგორც თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრა შედგა – იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სახლში მიიღო.

,,ვინც დღეს ჟრიამულით და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას – კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში ომი ურჩევნიათ მშვიდობასაც. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა გაგიხარდეს შენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი თუ ნატოს გენერალურ მდივანს ვერ შეხვდება?!

შეხვედრა შედგა – იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სახლში მიიღო. საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ალიანსის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში”, – წერს არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჯოზეფ ბორელს შეხვდა
შემდეგი სტატიაროგორ გადაიქცა „პოსტ ტვ“ „კადიროვის პრესცენტრად, ანუ „შალვავიზიის“ ბინძური კამპანია გია ხარჩილავას წინააღდმეგ