როგორ დაიცვეს სპილოებმა სპლიყვი ლომების თავდასხმისას (ფოტო)

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ჯეიმს ჯიფორდმა შთამბეჭდავი და საინტერესო ფოტოები გადაიღო სამხრეთ აფრიკაში, ბოსტვანას დაცულ ტერიტორიებზე. მან კამერაზე სპლიყვზე ლომების თავდასხმისა და სპილოების მიერ მისი დაცვის კადრების გადაღება მოახერხა. ფოტოები dailymail-მა გამოაქვეყნა. როგორც ფოტოგრაფი ყვება, სპლიყვი სპილოების ჯოგს ჩამორჩა, რომლითაც ისარგებლეს იქვე დადარაჯებულამ ლომებმა და მას თავს დაესხნენ. შეშინებული სპლიყვი სპილოებისკენ გაიქცა. როგორც კი სპილოებმა დაინახეს, რომ სპლიყვი მათთან იყო, წყე შეკრეს და ლომების მოგერიებისთვის მოემზადნენ. ლომებმა იციან, რომ სპილოებთან ბრძოლა არ ღირს, ამიტომ, მათ თავი დაანებეს – ყვება ფოტოგრაფი.

 

banner
წინა სტატიაშიბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი, ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაჩაწყობილი პოლიტიკური თამაშები