ჩაწყობილი პოლიტიკური თამაშები

19 მაისის პოლიტიკური ვნებები, ასე თუ ისე, დაცხრა, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მერის არრჩევნებში წაგებას შეეგუა და, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ცალკეული ლიდერები სოციალურ ქსელში ჯიუტად ამტკიცებენ, ქუჩის აქციები უნდა დავიწყოთო, ამთავითვე შესაძლოა ითქვას, რომ რევოლუცია არ იქნება!
რატომ ჩაფლავდა „გამოცხადებული“ რევოლუცია და, ზოგადად, რა გეგმა აქვს „ანტიოცნებისტების“ სააკაშვილის ფრთას? – ამ კითხვის პირველ ნაწილზე პასუხის გაცემა ადვილია, ანუ ნიკა მელიამ არჩევნების დამთავრებისთანავე ღიად და საჯაროდ ის თქვა, რასაც სააკაშვილის ძალიან ბევრი მხარდამჭერი დიდი ხანია, ფიქრობს, მაგრამ იმის შიშით, რომ ვინმემ „ოცნებასთან“ ფარული გარიგება არ დააბრალოს, თევზივით პირში წყალი აქვს ჩაგუბებული.

ერთი სიტყვით, 19 მაისს, საარჩევნო უბნები დაიხურა თუ არა, სანდრა რულოვსი დაიმუქრა, თუ გამარჯვებულად, ესე იგი, ზუგდიდის მერად არ გამომაცხადებებ, ხელში იარაღს ავიღებ, მთელ საქართველოს ასე შემოვივლი და ივანიშვილის წინააღმდეგ დიდ საპროტესტო ტალღას ავაგორებო. ემოციურ ნიადაგზე ადამიანმა შესაძლოა, ყველაფერი თქვას, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, სანდრას ეს სიტყვები მაინცდამაინც ემოციას არ უნდა დავაბრალოთ, რადგან მსგავსი შინაარსისი განცხადება მისი მეუღლისგანაც არაერთხელ მოგვისმენია. დიახ, მას მერე, რაც ხელისუფლება დაკარგა, სააკაშვილი მუდმივად რევოლუციით იმუქრება და მისი მომხრეებიც იმ დღეს ელიან, როცა თეთრ ცხენზე ამხედრებული მიშა საქართველოში დაბრრუნდება და ქვეყანას „სვავისგან“ გაათავისუფლებს, მაგრამ ყველა ასეთი დაპირება დაპირებად დარჩა. შეუსრულებელი დაპირებები კი, როგორც წესი, ამომრჩეველზე უარყოფითად მოქმედებს და პოლტიკურრი პროცესების მიმართ ნიჰილისტურად განაწყობს.

ზუსტად ეს თქვა ნიკა მელიამაც, ჰაერზე ნუ ვისვრით სიტყვებს, თორემ იგივე ივანიშვილთან ბრძლის წინააღმდეგი არ ვარო. ამის გამო ზოგიერთმა მიშისტმა მელია კინაღამ მტრად გამოაცხადა და ეს გასაკვირიც არ იყო, რადგან ადამიანებს სიმართლე არ სიამოვნებთ და ზოგჯერ ურჩევიათ, რომ სიმართლეს თვალი კი არ გაუსწორონ, არამედ, სიცრუეში იცხოვრონ. ჰოდა, ისე ჩანს, რომ ამ წლების განმავლობაში სააკაშვილი თავის მრავალრრიცხოვან მომხრეებს სიცრუეში აცხოვრობს. ყოველ შემთხვევაში, ყველა კრიტიკული სიტუაციის წინ ის იმუქრება, აი, ამას ვიზამ, იმას ვიზამო, მაგრამ მერე, მოულოდნელად „პლასტინკას ცვლის“.
რატომ იქცევა ყოფილი პრეზიდენტი ასე? – ეს არავინ იცის. სამაგიეროდ, სააკაშვილის ქმდებები ანალიტიკოსებს უჩენთ ეჭვს, რომ მისი ასეთი ნაბიჯები ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში ყოფნას ახანგრძლივებს, ზოგადად, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ თუ არ არსებობს დაპირისპირება, კონფლიქტი ხელოვნურად უნდა შეიქმნას, რათა გამარჯვების ისარი ამ კონფლიქტის რომელიმე მონაწილის მხარეს გადაიხაროს.

დიდი ალბათობით, სააკაშვილსა და ივანიშვილს შორისაც ზუსტად ეს პოლიტიკური დრამა თამაშდება, თორემ უბრალოდ, საინტერესოა, იგივე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელმაც პირველ ტურში არნახული შედეგი აჩვენა, შედარებით მშვიდი საარჩევნო კამპანია რატომ აირჩია და ხელისუფლებისთვის საკუთარი ძალა რომ ეჩვენებინა, თუნდაც ერთი მრავალათასიანი მიტინგი არ გამართა?

ამ ყველაფრიდან გამომდინარე სავსებით ლოგიკურია ეჭვი, რომ ყოფილი პრეზიდენტი პერიოდული პოლიტიკური მუქარებით პოლიტიკურ სიცოცხლეს იხანგრძლივებს, თორემ როცა მიშას უნდოდა, ქუჩაში ასი ათასი ადამიანი გამოიყვანა და „ვარდების რევოლუცია“ მოაწყო.
ახლა, რაც შეეხება ზუგდიდის მერის ვადამდელ არჩევნებს, გაერთიანებული ოპოზიცია აპოკალიფსურ სურათს ხატავს და ამბობს, რომ „ოცნებამ“ ზუგდიდში სპეცოპერაცია ჩაატარა. იმას, რომ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა, არავინ უარყოფს, მაგრამ ოპოზიციის ქვეტექსტებიდან ისე ჩანს, რომ ამ დარღვევებში მთავარი დამნაშავე შს მინისტრია, მაგრამ რა დააშავა გახარიამ? – ამაზე პასუხი არ არსებობს. კი ბატონო, ზუგდიდში დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული, მაგრამ როცა ისეთი განცხადებები კეთდება, მაგალითად, როგორიც არის, იარაღს ავიღებთო, ეს ხომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ასე დროს როგორ უნდა მოიქცეს ძალოვანი უწყება – დაელოდოს, არეულობა როდის დაიწყება?

სხვათა შორის, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხშირად ამბობდნენ, რომ შევრადნაძეს ძალოვანმა მინისტრებმა უღალატეს და ერთადერთი, ვინც ბოლომდე მის გვერდით დარჩა, შს მაშინდელი მინისტრი იყო, ანუ დღევანდელი გადასახედიდან, მაშინ რევოლუცია სამთავრობო წრეებსაც აწყობდათ. დღეს კი აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა და აქციებით ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნას ოპოზიციის ყველა ფრთაც არ იზიარებს.

ისე, იმის დაშვებაც შეიძლება, რომ პოლიტიკური ინსტემბლიშმენტი თავისი განცხადებებითა და საქციელით, უბრალოდ, ხალხის ნერვებზე თამაშობს, თორემ სინამდვილეში იმ სტატუს ქვოს შენარჩუნება, რომელიც დღეს ქვეყანაში არის, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აწყობს.
სხვათა შორის, დიდი ხანია არსებობს აზრი, რომ პოლიტიკა ბიზნესია. ჰოდა, თუ ასეა, მაშინ გამოდის, რომ ამ ბიზნესით მთავარი აქტიორები კმაყოფილები არიან და მათი მხრიდან წამოსული მუქარა, კრიტიკული და ზოგჯერ შეურაცხმყოფელი განცხადებებიც პოლიტიკური ვაჭრობის შემადგენელი ნაწილია. ამასობაში კი ხალხი ღატაკდება, თუმცა ხალხის აზრი და მდგომარეობა ხომ არავის აინტერსებს!
ერთი სიტყვით, ალბათ, დადგება დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და შესაძლოა, ისიც გავიგოთ, ის, რაც დღეს ხდება, არის თუ არა ჩაწყობილი პოლიტიკური თამაში!

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიროგორ დაიცვეს სპილოებმა სპლიყვი ლომების თავდასხმისას (ფოტო)
შემდეგი სტატიაარაპროგნოზირებადი ვალუტა უკავშირდება სუსტ და არათანმიმდევრულ ეკონომიკას – ეკონომისტები ლარის გაუფასურებას აფასებენ