როგორ ბედავს ხელისუფლება, რომ ამდენ ათას ადამიანს მოღალატედ აცხადებს? – ნაირა გელაშვილი

“ამ კანონით მოქალაქეთა უზარმაზარი მასა გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ ” – “ქართული ოცნების” რუსულ კანონს მწვავედ აკრიტიკებს მწერალი და „კავკასიური სახლის“ ხელმძღვნელი ნაირა გელაშვილიც. ცნობილი მწერლი, ფიქრობს, რომ ამ კანონის მიზანი, ყველა იმ ადამიანის მოღალატედ გამოცხადებაა, ვინც “ოცნებას” არ ეთანხმება. გელაშვილი ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.

“უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი – ამის კონოტაცია ქართულ ენაში, ჩვენს სინამდვილეში, და საერთოდაც, ნიშნავს სამშობლოს მოღალატეს. და როგორ ბედავს ხელისუფლება, რომ ამდენ ათას ადამიანს, ვინც არასამთავრობო სექტორშია დასაქმებული, მოღალატედ აცხადებს?

მათ უკან მათი ოჯახები დგას. წარმოიდგინეთ იმ ბავშვებისა თუ ახალგაზრდების სულიერი მდგომარეობა, რომელთა მშობლებიც სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს! ეს იმ ადამიანებსაც ეხება, ვინც ერთჯერადად ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში. მოქალაქეთა უზარმაზარი მასა გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ!”- ამბობს ნაირა გელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბიზნესი დღეს არის თავისუფალი და, რა თქმა უნდა, ამას აფასებენ ბიზნესმენები, მეწარმეები – კობახიძე
შემდეგი სტატიარასა, შეიძლება, უცხოელია, მაგრამ ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი – ვოლსკი