რასა, შეიძლება, უცხოელია, მაგრამ ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი – ვოლსკი

არასამთავრობოებმა ან უნდა გამოავლინონ თავიანთი შემოსავლები და დაფინანსებული პროგრამები, ან უნდა მოითხოვონ საქართველოს დასჯა და სანქციების დაწესება. მათ აირჩიეს მეორე გამოსავალი, რასაც მხარს უჭერენ კონკრეტული ევროდეპუტატები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სამწუხაროა, რომ ღალატის და უსამშობლო ადამიანების გარემოცვაში ხშირ შემთხვევაში ხვდებიან პატარა ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობა.

„რასა იუკნევიჩიენე, მახსოვს, იყო თავდაცვის მინისტრი და ძალიან აქტიური წევრი. როდესაც საბჭოთა კავშირის გადარჩენაზე იყო საუბარი, გაერთიანდნენ ჩვენი, ქართველების სისხლში ხელგასვრილი გორბაჩოვის გუნდში ეგეც და კუბილიუსიც. გაიხსენოს თავისი ბიოგრაფია. რასა, შეიძლება, უცხოელია, მაგრამ ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი. არასამთავრობოებმა ან უნდა გამოავლინონ თავიანთი შემოსავლები და დაფინანსებული პროგრამები, ან უნდა მოითხოვონ საქართველოს დასჯა და სანქციების დაწესება. მათ აირჩიეს მეორე გამოსავალი, რასაც მხარს უჭერენ კონკრეტული ევროდეპუტატები. ვერ გავიგე, ქართველებს, თუნდაც ოპოზიციური ფლანგიდან, რატომ უხარიათ ეს ამბავი? სამწუხაროა, რომ ასეთი ღალატის და უსამშობლო ადამიანების გარემოცვაში ხშირ შემთხვევაში ხვდებიან პატარა ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობა. გვარამიას ევროპარლამენტარებიც ჰყავს მოკავშირეები. ევროპარლამენტში რომ მოკავშირეები არ ჰყავდეთ, ვის მიაწვდიდნენ ამხელა მასას დეზინფორმაციის და რა რესურსს გამოიყენებდნენ გარემოს მოსაწამლად? ლობისტები დაიქირავეს, რათა ყოველდღე ილაპარაკონ საქართველოს საწინააღმდეგოდ. ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი, საკმაოდ მძლავრი, კარგი სქემებით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ შველის გვარამიას. თაღლითობა, დანაშაული ჩადენილი აქვს კონკრეტულად ადამიანების წინააღმდეგ, როდესაც ხელისუფლებაში იყო. ამას არაფერი ცვლის, ევროპელი შეეშველება თავისი განცხადებით თუ აზიელი, ეს არ ცვლის გვარამიას პიროვნებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიროგორ ბედავს ხელისუფლება, რომ ამდენ ათას ადამიანს მოღალატედ აცხადებს? – ნაირა გელაშვილი
შემდეგი სტატიარუსეთის მოქალაქეებს “აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისგან თავშეკავებას ურჩევენ