როენა ხუცურაული ბრალს არ აღიარებს – “მამიდას” ადვოკატი 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს

პროსტიტუციის ხელშეწყობის მუხლით დაკავებული სამი ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. როენა ხუცურაული გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა.

მან დაადასტურა, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ამჟამად ყველაფერი წესრიგშია. ხუცურაული სასტუმრო “მამიდის” მოიჯარესა და სასტუმრო “გოლდის” მფლობელთან ერთად სამართალდამცველებმა გუშინ აიყვანეს. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

„არ ცნობს თავს დამნაშავედ. საქმის შეწყვეტაზე ვიშუამდგომლებთ და ალტერნატივის სახით გირაოს 30 000 ლარის ოდენობით. არ არის ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარეს მისცემდა ეშუამდგომლა პატიმრობის მოთხოვნით,“-ამბობს ხუცურაულის ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშისაბჭოთა სიმბოლიკა და სიმღერები – ნინოწმინდაში 9 მაისი ადგილობრივ პრორუსულად განწყობილ პირებთან ერთად, ენზელ მკოიანმაც აღნიშნა
შემდეგი სტატიამან საჯაროდ უნდა ისაუბროს იმ საკითხებზე, რომელიც მანამდე კულუარებში იყო-მესამე სექტორი ნინო გვენეტაძისგან განმარტებებს ელოდება