საბჭოთა სიმბოლიკა და სიმღერები – ნინოწმინდაში 9 მაისი ადგილობრივ პრორუსულად განწყობილ პირებთან ერთად, ენზელ მკოიანმაც აღნიშნა

კრემლის მსახურთა მარში „ქართული ოცნების“ დეპუტატების მონაწილეობით – ნინოწმინდა გახდა კიდევ ერთი ქალაქი, სადაც კრემლიდან დაფინანსებულმა „უკვდავმა პოლკმა“ დემონსტრაციული მარშით ჩაიარა და მშვიდად უთხრა მთელ სამყაროს, რომ მათთვის რუსეთი ოკუპანტი არ არის.

„ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი ოკუპანტია, მე ამას არ ვგრძნობ. არ ვარ დაკავებული პოლიტიკით და ამის თქმა არ შემიძლია,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

კრემლის მსახურთა მსვლელობა და ოფიციალური საზეიმო ღონისძიებები კი პრაქტიკულად ერთმანეთში იყო აღრეული.

„ოკუპანტად არ მიმაჩნია, რადგან ჩემი ახლობლები, ყველანი, რუსეთში ცხოვრობენ. ეს პოლიტიკური შეკითხვაა და არ ვუპასუხებ. არა იმიტომ, რომ მეშინია, არამედ უბრალოდ ადამიანურად,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ნინოწმინდაში შეკრებილები არ თვლიან, რომ რუსეთი ოკუპანტია. მმართველი გუნდის წევრის დუმილს კი დღეს ისევ საბჭოთა სიმღერები არღვევდა, რომელიც ჯავახეთის თითქმის ყველა დიდ სოფელში ისმის.

ნინოწმინდის კულტურის სამსახურის უფროსი, ჟორა სანახჩანიანი ტიპიური საბჭოთა კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს.

საბჭოთა სიმბოლიკით აღჭურვილი ადამიანების გვერდით იდგნენ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლებიც. მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება და მაჟორიტარი დეპუტატი.

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, ენზელ მკოიანი თავს არიდებს უხერხულ კითხვას იზიარებს თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის.

banner
წინა სტატიაშიშალვა თადუმაძე პარლამენტს პროკურატურის გასული წლის საქმიანობის შესახებ პირველ ანგარიშს წარუდგენს
შემდეგი სტატიაროენა ხუცურაული ბრალს არ აღიარებს – “მამიდას” ადვოკატი 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს