“როდესაც თქვენი განმარტება იწყება ასე: დაველოდოთ „გამოძიებას“, ნიშნავს, რომ საქმე არ იქნება გამოძიებული” – გოცირიძე გახარიას

როდესაც თქვენი განმარტება ასე იწყება – „დაველოდოთ გამოძიებას“, ეს ნიშნავს, რომ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული, – ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ შს მინისტრს, რომელსაც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე უსმენენ.

„ხელისუფლება ჩადის უამრავ დანაშაულს და ჩვენ ვისწავლეთ, თქვენი გამონათქვამებიდან ამოვიცნოთ, როდის არის ამა თუ იმ შემთხვევაში ხელისუფლება დამნაშავე. დამნაშავეა მაშინ, როდესაც არ იძიებს საქმეებს და როდესაც თქვენი განმარტება იწყება ასე: დაველოდოთ „გამოძიებას“. „დაველოდოთ გამოძიებას“ ნიშნავს, რომ საქმე არ იქნება გამოძიებული, „დაველოდოთ გამოძიებას“ ნიშნავს, რომ გამოსაძიებელი საქმე ეხება ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულს“, – განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ გამოუძიებელი საქმეები ჩამოთვალა – აფგან მუხთარლის გატაცება, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა, ია კერზაიას გარდაცვალების საქმე, თი ბი სი ბანკი და წერილი მამუკა ხაზარაძესთან, გეგა გეგეშიძის საქმე.

banner
წინა სტატიაში“არ გინდოდათ რძე და ყველი”… და ახლა გვაქვს აი ეს” – სააკაშვილი
შემდეგი სტატია“კადრები რეალითი შოუდან” – ბოკერიამ შს მინისტრს ბოლო წლებში პოლიციელების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტების ამსახველი კადრები აჩვენა