“კადრები რეალითი შოუდან” – ბოკერიამ შს მინისტრს ბოლო წლებში პოლიციელების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტების ამსახველი კადრები აჩვენა

კადრები რეალითი შოუდან – გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მყოფ შს მინისტრს ვიდეოკოლაჟი აჩვენა, რომელიც მისი თქმით, იმ ინციდენტებს ასახავს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა.

„თქვენ აქ საუბრობდით დისკრედიტაციის კამპანიაზე პოლიციის წინააღმდეგ და აპოლიტიკურობის პრინციპზე. იცით, თუ არა, რომ ამ კოლაჟში მოცემულ ინციდენტებზე მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ ესხმოდნენ თავს, პოლიციელებს ესხმოდნენ ფიზიკურად თავს და აღბეჭდილია ვიდეოზე. რამდენი ადამიანი დაისაჯა სისხლის სამართლებრივი წესით და რამდენი იხდის სასჯელს?! – არც ერთი. ეს ფაქტი უწყობს თუ არა ხელს პოლიციის დისკრედიტაციას, რომ არ ისჯებიან ასეთი ინციდენტებისთვის?! ამ ინციდენტებისთვის, სადაც აღბეჭდილი არიან პოლიციელები როგორ ურტყამენ და ამისთვის ისინი არ ისჯებიან. რა გზავნილია ეს კანონის უზენაესობისთვის?!“, – მიმართა გიგა ბოკერიამ შს მინისტრს.

banner
წინა სტატიაში“როდესაც თქვენი განმარტება იწყება ასე: დაველოდოთ „გამოძიებას“, ნიშნავს, რომ საქმე არ იქნება გამოძიებული” – გოცირიძე გახარიას
შემდეგი სტატია„მაღალი ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურის გარეშე არ არსებობს თანამედროვე საპოლიციო მომსახურება – იქმნება ამიერკავკასიაში ყველაზე განვითარებული კრიმინალისტიკური ლაბორატორია“