როცა ქართველი ადამიანი ამბობს, რომ მას არ სურს ლგბტ პროპაგანდა, სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს და ვალდებულება იკისროს, რომ კონსტიტუციის დონეზე გაამყაროს პროპაგანდის აკრძალვა- მაჭარაშვილი

ქართველი ადამიანი ამბობს, რომ მას არ სურს ლგბტ პროპაგანდა, კაცის კაცზე ქორწინება და სურს ქართული იდენტობის შენარჩუნება, მგონი, ეს სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს და ვალდებულება იკისროს, რომ კონსტიტუციის დონეზე გაამყაროს პროპაგანდის აკრძალვა, – ამის შესახებ „ხალხის“ ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს, პირდაპირ უნდა თქვას, არიან თუ არა ლგბტ პროპაგანდის მომხრე.

„ჩვენ უკვე ამდენი უსაფუძვლო შეშფოთებებით შეშფოთებული ვართ, რადგან როცა ქართველი ადამიანი ამბობს, რომ მას არ სურს ლგბტ პროპაგანდა, კაცის კაცზე ქორწინება და სურს ქართული იდენტობის შენარჩუნება, მგონი, ეს სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს და ვალდებულება იკისროს, რომ კონსტიტუციის დონეზე გაამყაროს პროპაგანდის აკრძალვა. სხვათა შორის, ეს ბევრმა სხვა ქვეყანამ გააკეთა. რომის პაპმა კაცობრიობას მიმართა, რომ ლგბტ პროპაგანდა საშიშია. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა თქვა „ქალი ქალია,“ „კაცი კაცი“ და ამერიკის პრეზიდენტმაც იგივე გაიმეორა. საქართველო უფრო მოწყვლადი ქვეყანაა და ჩვენი ინტერესია ქართული იდენტობა დაცული იყოს. ვისაც რაიმე განსხვავებული მოსაზრება აქვს, პირდაპირ თქვას და არა ენის მოჩლექით, მხარს არ ვუჭერო. პირდაპირ თქვან, არიან თუ არა ლგბტ პროპაგანდის მომხრე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამიამ ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემდეგ ეჭვი შეიტანა ევროპელი მოსამართლეების კეთილსინდისიერებაში – მაჭარაშვილი
შემდეგი სტატიადილიდან ისევ გამოჩნდნენ ხურვალეთის ქედზე ოკუპანტები (ვიდეო)