რობერტ ჰამილტონი: საქართველო არ არის ავტორიტარული, რეპრესიული ქვეყანა, სადაც თუ ხალხმა მოინდომა, მთავრობას ვერ შეცვლის

ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება დადგეს დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში, ისაა, რომ საქართველოს შეიძლება შეუმცირდეს ან შეუწყდეს ზოგიერთი დახმარება, რომლსაც ამერიკა საქართველოს უკვე ათწლეულებია უგზავნის. ან შეიძლება დახმარების დონე უბრალოდ შემცირდეს. ამაზე მნიშვნელოვანი კი სხვა რამაა. როგორც წეღან აღვნიშნე, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე უკიდურესად მნიშვნელოვანია. თუ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს – როგორიცაა მაგალითად გამჭვირვალობა, ანტი-კორუფციული რეფორმები, კარგი მმართველობა, რაც ასევე საჭიროა ნატოში გასაწევრიანებლად – შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა შეამციროს. ვფიქრობ, ამას უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, ვიდრე დოლარების ოდენობის შემცირებას.

კონკრეტული შემთხვევები რომ ჩამოვთვალოთ, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღება იქნება. ასევე უნდა აღვნიშნოთ, სამთავრობო რესურსების არამართებულად გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში, მოქალაქეებისთვის დავალიანების მოხსნა ასევე საარჩევნო პერიოდში… ისეთმა ორგანიზაციებმაც კი, როგორიცაა „ფრიდომ ჰაუსი,“ „პოლიტი პროჯექტი,“ „ეკონომისტი“ და სხვები, რომლებიც ამ მოვლენებს აკვირდებიან, დემოკრატიულ უკუსვლას ამჩნევენ.

ვფიქრობ, ეს ორი პარალელური პროცესის თვალსაჩინოდ წარმოჩენაა და ეს პროცესები ყოფილ საბჭოთა სივრცეში – ბალტიისპირეთს გარდა – თითქმის ყველგან გვხვდება. ერთი ისაა, რომ თავისუფალი არჩევნების გზით მოდიან მთავრობები და დროთა განმავლობაში სახელმწიფო რესურსს იყენებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ. ისინი ასევე უფრო და უფრო მიუღებელი ხდებიან ლეგიტიმური ოპოზიციის მიმართ. ამის მაგალითები ვნახეთ როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის დროს, ასევე ვხედავთ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც. მეორე, პარალელური პროცესი ისაა, რომ მოსახლეობა უფრო და უფრო ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას, უფრო მეტად იცავს საკუთარ უფლებებს და უფრო მეტად ხელმძღვანელობს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებით, ვიდრე მთავრობა. ის, თუ როგორ დამთავრდება ამ ორი პროცესის ერთმანეთთან შერწყმა, ძალიან საინტერესო იქნება. მე, ცხადია, მინდა ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს.

საქართველოში არჩევნები საკმარისად თავისუფალი და სამართლიანია და ხალხს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება. საქართველო არ არის ავტორიტარული, რეპრესიული ქვეყანა, სადაც თუ ხალხმა მოინდომა, მთავრობას ვერ შეცვლის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ უფრო მეტად 2024 წლის არჩევნებში, როცა ქვეყანა ნამდვილად იქნება გადასული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ხალხს მთავრობის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემა. როგორც წესი, ძალაუფლების მქონე პარტიებს შერეულ სისტემაში უპირატესობა და ხელისუფლებაში დარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას. პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება მეტად დაბალანსებული პარლამენტის ქონას შეუწყობს ხელს-აცხადებს “ამერისკის ხმასთან” ინტერვიუსში ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორი, არმიის გადამდგარ პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი

banner
წინა სტატიაშიმთავრობის წარმომადგენლებმა პატიოსნად უნდა უპასუხონ კრიტიკას და უპასუხონ წერილებში გამოთქმულ შეშფოთებებს იმის ნაცვლად, რომ მათ ყურადღება არ მიაქციონ
შემდეგი სტატია“ვუერთდები კოლეგების შეშფოთებას” – გახარიას წერილი კიდევ ერთმა კონგრესმენმა მიწერა