მთავრობის წარმომადგენლებმა პატიოსნად უნდა უპასუხონ კრიტიკას და უპასუხონ წერილებში გამოთქმულ შეშფოთებებს იმის ნაცვლად, რომ მათ ყურადღება არ მიაქციონ

“ჩემს მეხსიერებაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები საქართველოს ასე საჯაროდ და ასე კრიტიკულად წერილობით მიმართავენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. დიდი ხნის მანძილზე საქართველოს მიმართ კონგრესში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს, თუმცა ეს მხარდაჭერა უპირობო და გაუაზრებელი არ არის. როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება – რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ახლა ასეა – კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს თავისუფლად ველაპარაკოთ და სიმართლე ვუთხრათ. შეერთებული შტატები დემოკრატიის მხარდაჭერის, ადამიანის უფლებების, სხვა დემოკრატიული ღირებულებების ერთგული რჩება. როდესაც ამერიკის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ მიმართულებით უკან დგამს ნაბიჯებს, ჩვენ მათ სიმართლე უნდა ვუთხრათ.

საქართველოს ზოგიერთი მეგობარი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში, შიშობს, რომ შესაძლოა საქართველოში ამ კრიტიკას ისე სერიოზულად არ აღიქვამდნენ, როგორც საჭიროა. ამას ის უწყობს ხელს, რომ ქართული ოცნების ზოგიერთი ლიდერი ამბობს, რომ წერილს ხელი 435 კონგრესმენთაგან მხოლოდ ოთხმა მოაწერა, ან იმას, რომ თავად ამერიკელი კონგრესმენები მაჟორიტარები არიან და რატომ აკრიტიკებენ საქართველოს საარჩევნო სისტემის გამო. ხედავთ თუ არა რაიმე საფრთხეს ამ განცხადებებში? ჯანსაღია ასეთი მიდგომა?

არ მგონია ასეთი განცხადებები რამეს ხელს უწყობდეს. მე რომ საქართველოს მთავრობაში პოლიტიკის მწარმოებელი ვიყო, ამ პუნქტებიდან სათითაოდ ყველას გავცემდი პასუხს და მათ ჩემს ამბავს დავანახვებდი. კონგრესში თანხების განაწილების კანონპროექტები ხშირად შედის. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს სასურველ დონეზე მოქნილი, კონგრესში მხარდაჭერის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის კრიტიკული იმ მოკავშირე და გავლენიან კონგრესმენებთან პარტნიორობის შენარჩუნება, რომლებიც საქართველოს ყურადღებას აქცევენ. მთავრობის წარმომადგენლებმა პატიოსნად უნდა უპასუხონ კრიტიკას და უპასუხონ წერილებში გამოთქმულ შეშფოთებებს იმის ნაცვლად, რომ მათ ყურადღება არ მიაქციონ-ამის შესახებ ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორმა, არმიის გადამდგარ პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონსმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიჰამილტონი: ყველაზე ცუდი სცენარი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის შეწყვეტა იქნება
შემდეგი სტატიარობერტ ჰამილტონი: საქართველო არ არის ავტორიტარული, რეპრესიული ქვეყანა, სადაც თუ ხალხმა მოინდომა, მთავრობას ვერ შეცვლის