რკინიგზელები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

რკინიგზელები უკვე მე-12 დღეა შიმშილობენ. სს „საქართველოს რკინიგზა“ მოლაპარაკების ნაცვლად დაკავებულია ბინძური ავანტიურით, ცილისწამებით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობით, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, პროტესტის მქონე რკინიგზელებმა 2012 წელს, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თხოვნით გაფიცვა შეწყვიტეს.
„გიორგი კვირიკაშვილის განცხადება 2012 წელს: ,, ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში, რკინიგზაში დაინიშნება ახალი მენეჯმენტი, რომელსაც ექნება ჩემგან დავალება, რომ პირველ რიგში ესაუბროს და აწარმოოს დიალოგი რკინიგზელებთან და მათ წარმომადგენლებთან!“ დღეს რკინიგზაში ანალოგიური პრობლემაა. ადმინისტრაცია რეალურ დიალოგზე უარს აცხადებს. დღეს, შიმშილობის მე-12 დღეს, რკინიგზელები პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს საჯაროდ მივმართავთ და მასთან შეხვედრას ვითხოვთ“, –აღნიშნულია საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ მთავრობისთვის წარსადგენად კანდიდატურები შეარჩია
შემდეგი სტატია“თანასწორობის მოძრაობის” წევრებს 300-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ