“თანასწორობის მოძრაობის” წევრებს 300-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილებით, “თანასწორობის მოძრაობის” წევრებს თორნიკე კუსიანსა და ლევან ბერიანიძეს 300-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

სამართალდამცავები “თანასწორობის მოძრაობის” წევრების უმკაცრესად დასჯას ითხოვდნენ. დაცვის მხარემ განმარტა, რომ სასამართლოზე შესაბამისი მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი.

დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ. პროცესზე სამართალდამცავებმა მტკიცებულების სახით აუდიო მასალა წარადგინეს.

“მტკიცებულებები ოქმის შემდგენი პირის მიერ არ იყო წარმოდგენილი. ეს ადამიანები უკმაყოფილოები არიან პოლიციის თანამშრომლების, რადგამ მათ ინცინდენტის დროს დროული რეაგირება არ მოახდინეს. დაკავებულების მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს”, – აღნიშნა საიას იურისტმა პაატა დიასამიძემ.

„თანასწორობის მოძრაობის” წევრები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 24 აგვისტოს ღამით დააკავეს. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ დაკავებულები გუშინ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

“თანასწორობის მოძრაობის” წევრების თორნიკე კუსიანის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

banner
წინა სტატიაშირკინიგზელები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში მივიდა