“რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორი ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე – გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა იყო დადებითი გზავნილები

კანცელარია

“რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორი ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე – გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა იყო დადებითი გზავნილები, რომელიც იმედიანად გვტოვებს, რომ ოპერირებას განვაგრძობთ, ოღონდ შეზღუდვების ფარგლებში

მოვისმინეთ მთავრობის პოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ დააბალანსოს ეკონომიკური რისკები ჯანდაცვის რისკებთან, – ამის შესახებ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებსა და მსხვილ ქსელურ მაღაზიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ “რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორმა რევაზ მაღალაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სექტორი სიტუაციას პასუხისმგებლობით ეკიდება.

„ჩვენ კომერციული ორგანიზაციები ვართ, ბუნებრივია, რაც ნაკლები იქნება შეზღუდვა, ჩვენთვის უკეთესია თუმცა პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ სიტუაციას. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა იყო დადებითი გზავნილები, რომელიც იმედიანად გვტოვებს, რომ როგორც მინიმუმ ოპერირებას განვაგრძობთ, ოღონდ შეზღუდვების ფარგლებში,“- განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ლომიძე: თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე – განვიხილეთ ის შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა იქნას გამოყენებული