დეკანოზი ლომიძე: თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი

“უკვირს ხალხს, წელს პატრიარქმა მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება ჯერ არ მიულოცაო. ბევრი გაშმაგებული ლანძღავს ქუთაისის მიტროპოლიტ იოანეს, ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთო, რომ გვარიგებს. თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი, მართებული პოზიციაა და ასეც უნდა იყოს. უფრო მეტსაც გეტყვით, არც წინა არჩევნებში, არც იმის წინაში, არც იმის წინის წინაში და არასოდეს, არცერთ არჩევნებში გამარჯვებულისთვის არ უნდა მიელოცა ეკლესიას. ეკლესია განზე უნდა იდგეს საარჩევნო კამპანიისგანაც და დამარცხებულ-გამარჯვებულის მხარდაჭერისგანაც. ესაა საერო და ამქვეყნიური საქმე, ესაა მიწიერი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მასში ეკლესიას არაფერი ესაქმება. თუ ეკლესიის მსახურები და ასევე პოლიტიკოსები ვერ შევიგნებთ ამას, მოვა დრო და თვითონ ცხოვრება და საზოგადოება მიგვიჩენს ჩვენს ადგილს და ეს უფრო მტკივნეული იქნება

ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ Facebook-ზე დაწერა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: მნიშვნელოვანია შეზღუდვების დაწესება, რადგან მხოლოდ ადამიანების ქცევასა და რეკომენდაციებზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით
შემდეგი სტატია“რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორი ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე – გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა იყო დადებითი გზავნილები