გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელზე ირანის თავდასხმას გმობს და ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს საბრძოლო თვითმფრინავებმა ირანული თავდასხმის დრონები ჩამოაგდეს, – ინფორმაცის BBC-ი ავრცელებს.
სუნაკის თქმით, გაერთიანებული სამეფო მონაწილეობდა ირანის მიერ გასროლილი რაკეტებისა და დრონების მოსაგერიებლად საერთაშორისო კოორდინირებულ ძალისხმევაში.
„სამეფო საჰაერო ძალებმა რეგიონში დამატებითი თვითმფრინავები გაგზავნეს“, – აღნიშნა სუნაკმა.
მისი თქმით, ირანის თავდასხმა იყო “საშიში და არასაჭირო ესკალაცია“, რომელიც მან უმკაცრესად დაგმო.
”რაც ახლა გვჭირდება არის ის, რომ მშვიდმა თავებმა გაიმარჯვონ“, – განაცხადა სუნაკმა და დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს სიტუაციის დეესკალაციისთვის.