ისრაელის ელჩი – ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება

ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს, მის საშიშ სამხედრო ბირთვულ მისწრაფებებთან ერთად, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადის განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ისრაელი ყველანაირი სცენარისთვის მზად არის.

„გუშინ ღამით, ირანმა, ტერორიზმის დამფინანსებელმა სახელმწიფომ, წამოიწყო სასტიკი და უპრეცედენტო თავდასხმა და ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა საერთაშორისო მოკავშირეებთან და ძალებთან თანამშრომლობით, მოახერხა რაკეტების უმეტესობის ჩამოგდება.

ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. ჩვენ გვეცოდინება, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები.

შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები სიტყვითა და საქმით დგანან ისრაელის გვერდით. ჩვენ ვიხილეთ ისრაელის მხარდაჭერისა და ირანის აგრესიის დაგმობის შესახებ გაკეთებული ათობით განცხადება.

ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს, მის საშიშ სამხედრო ბირთვულ მისწრაფებებთან ერთად.

ახლაც კი ყველაფერს ვაკეთებთ, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მიერ სასტიკად დატყვევებული 133 მძევლის გასათავისუფლებლად, მაგრამ ჰამასი კვლავ უარზეა და თავისი არაგონივრული მოთხოვნების წამოყენებას აგრძელებს. 190 დღეზე მეტი გავიდა. შემოგვიერთდით მათი დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებაში“, – წერია ისრაელის ეჩის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირანის საელჩო – თუ ისრაელის რეჟიმი კვლავ განახორციელებს რაიმე სამხედრო ქმედებას, ირანის პასუხი, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი და მტკიცე იქნება
შემდეგი სტატიარიში სუნაკი – რაც ახლა გვჭირდება არის ის, რომ მშვიდმა თავებმა გაიმარჯვონ