„რიგითი ქართველები უფრო მეტად ინტეგრირებული გახდებიან ევროპასთან“, – იანოშ ჰერმანი

ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზე და ანგარიშის გამოქვეყნების თემაზე განმარტებებს აკეთებს ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში იანოშ ჰერმანი. ელჩი ადასტურებს, რომ დოკუმენტი დღეს გახდება საჯარო და ამის შემდეგ ის თბილისში პრესკონფერენციას გამართავს.

„ზუსტი დრო ჯერ არ ვიცი. მაგრამ ამ პრესკონფერენციაზე წარვუდგენთ ქართულ საზოგადოებას ამ ამგარიშს. გულახდილად გეტყვით, რომ ის ჯერ მეც არ მინახავს. ვიცი , რომ დიდი მოლოდინი გაქვთ. მაგრამ, თუ ანგარიში იქნება პოზიტიური, მისი გამოქვეყნების შემდეგაც პროცესი გაგრძელდება. მას განიხილავენ კონსილიუმში და საკანონმდებლო ორგანოებში. ასე რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. გარდა იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ რიგითი ქართველები თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ შენგენის ზონაში, ისინი უფრო მეტად ინტეგრირებული გახდებიან ევროპასთან“, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშიკრისტინ ლაგარდის წინააღმდეგ საფრანგეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია,,კომპანიები, რომლებსაც გზების დაგების ვადებთან დაკავშირებით გადაცდომები ჰქონდათ, დაჯარიმდნენ”