,,კომპანიები, რომლებსაც გზების დაგების ვადებთან დაკავშირებით გადაცდომები ჰქონდათ, დაჯარიმდნენ”

იმ კომპანიებზე, რომლებსაც გზების დაგების ვადებთან დაკავშირებით გადაცდომები ჰქონდათ, შესაბამისი პასუხისმგებლობა უკვე გავრცელებულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
როგორც ნარმანიამ განმარტა, ეს კომპანიები დადგენილი წესის შესაბამისად დაჯარიმდნენ.
“იყო ცალკეული შემთხვევა, როდესაც სამუშაოები სხვა კომპანიებმა გააგრძელეს, ვინაიდან მათ სამუშაოების გაგრძელების რესურსი არ ჰქონდათ. კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათთან კონტრაქტი გაწყდა”, – განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევა ბევრი არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაში„რიგითი ქართველები უფრო მეტად ინტეგრირებული გახდებიან ევროპასთან“, – იანოშ ჰერმანი
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი – დღეს ისტორიული დღეა და რუსეთზე საუბარს არ ვაპირებ