“რეჟიმის გამო ვერ გიშვებთო პოლიციელმა გვითხრა, ამაზე დიდი გულწრფელობა გინახავთ სადმე?!”

“რეჟიმის გამო ვერ გიშვებთო პოლიციელმა გვითხრა”- ამბობს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პარლამენტთან. მისი თქმით, საპოლიციო სისტემა გრძნობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებისთვის საშვების შეზღუდვა და არდაშვება “ოცნების” რეჟიმის გადაწყვეტილებაა.

“დღეს ძალიან სასიხარულო ამბავი მოხდა – რეჟიმის გამო ვერ გიშვებთო პოლიციელმა გვითხრა, ამაზე დიდი გულწრფელობა გინახავთ სადმე?! ჩვენც ასე ვფიქრობთ, როგორც ჩვენი პოლიციელები, რომ დიახ, რეჟიმის გამო ჩვენ ვერ შევდივართ პარლამენტის შენობაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პოლიციელთა შორისაც არსებობენ ღირსეულები, ღირსეული წამოცდენებით”,- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაში“სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ჟურნალისტებს ეკრძალებათ პარლამენტში შემოსვლა”
შემდეგი სტატიაგვარამია: “ქართული ოცნების შიშის დეკლარაცია”