გვარამია: “ქართული ოცნების შიშის დეკლარაცია”

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციის კორდონისა და ძალოვანი უწყების განსაკუთრებული მობილიზების ფონზე პროტესტის გამოსახატად იკრიბებიან ჟურნალისტები და მედიამენეჯერები.

“გომელაურთან შეკითხვები მხოლოდ რიტორიკულია, გასაგებია ისედაც ყველაფერი, მაგრამ კითხვის დასმის უფლება გვაქვს როგორც ჟურნალისტებს, ასევე, რიგით მოქალაქეებს პარლამენტი არსებობს ამისთვის. ხელისუფლების დიაგნოზია, რომ შს მინისტრს ეშინია ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეების, ჟურნალისტები იქნებიან ესენი თუ სხვები, პრემიერმინისტრს ეშინია და საპარლამენტო უმრავლესობას ეშინია. შეშინებული ხელისუფლება დიდხანს ქვეყნის სათავეში ვერ იქნება, გამორიცხულია, ბუნების კანონია უბრალოდ. წყალგამყოფი არსებობს, აქეთ არის ნათელი ქართველი ხალხის მხარეს და იქით არის ბნელი, წყალგამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს იმყოფება ხალხი და ხელისუფლება”,- ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაში“რეჟიმის გამო ვერ გიშვებთო პოლიციელმა გვითხრა, ამაზე დიდი გულწრფელობა გინახავთ სადმე?!”
შემდეგი სტატიასამნიძე: არ მაქვს მოლოდინი რომ გომელაური ამ კითხვებს უპასუხებს