Reuters-ი – საქართველომ სირიის კუთვნილ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე დაუხურა

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

საქართველომ სირიის კუთვნილ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე დაუხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ამის მიზეზი დამასკოს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება გახდა.

სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ავიაკომპანია Cham Wings-ია, რომელსაც, Reuters-ის მიერ აპრილში ჩატარებული გამოძიების ინფორმაციით, სირიაში რუსი კონტრაქტორი მებრძოლები გადაჰყავდა.

სააგენტო Reuters-თან საუბარში საქართველოს საჰაერო ნავიგაციის სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა მეზვრიშვილი ადასტურებს, რომ საქართველომ თავისი საჰაერო სივრცე დაუხურა ორ სირიულ ავიაკომპანიას – Syrian Air-სა და Cham Wings-ს.

„საჰაერო სივრცე დახურული იქნება ნებისმიერი სირიული ავიაკომპანიისთვის. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც სირიამ ჩვენი ოკუპირებული რეგიონები აღიარა”, – აღნიშნა მეზვრიშვილმა სააგენტოსთან საუბარში.

სირიულ ავიაკომპანიებს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

როგორც Reuters-ი ვებგვერდ flightradata24.com- ზე დაყრდნობით იტყობინება, სირიული ავიახაზები სირიასა და რუსეთს შორის რეისების შესასრულებლად საქართველოს საჰაერო სივრცეს ივნისიდან აღარ იყენებენ. ისინი მარშრუტს აზერბაიჯანის თავზე ახორციელებენ, რაც ფრენის ხანგრძლივობას დამატებით ნახევარი საათით ზრდის.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობისა და ცრუ დასმენის ფაქტზე თ.ბ-ს ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატია,,თამთას ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა”