,,თამთას ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა”

თამთას ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ეს დაადასტურა ჩატარებულმა ექსპერტიზამაც, – ამის შესახებ  მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ბრალდებით დაკავებული თამთა ჯანჯღავას ბიძაშვილმა გვანცა რამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე, როგორც სიცრუეა, თითქოს ირაკლი ნოზაძე და ბრალდებული ჯანჯღავა მეგობრები არ იყვნენ.

„თამთას არანაირი შეხება არასდროს ჰქონია ნარკოტიკულ საშუალებასთან. ის არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, არც მომხდარი ფაქტის დროს. აღნიშნული დაადასტურა ექსპერტიზამაც. ასევე, არასწორია ის, რასაც მედიაში აკეთებენ კომენტარებს, თითქოს ირაკლი ნოზაძე და თამთა არ იყვნენ ვითომ მეგობრები. მე როგორც ვიცი, ისინი იყვნენ მეგობრები. თუმცა, რა მოხდა კონკრეტულად, ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ შემიძლია, ვინაიდან ჩვენ თამთას არ გავსაუბრებივართ“, – აღნიშნა გვანცა რამიშვილმა.

დიდუბის პოლიციის მეორე განყოფილებაში ასევე იმყოფებოდა ბრალდებულის დედაც, რომელმაც მედიისთვის ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა „ინტერპრესნიუსთან“ პირად საუბარში აღნიშნა, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს თამთა მის მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მან არ იცის კონკრეტულად რატომ დაჭრა ირაკლი ნოზაძე, თუმცა იცის, რომ მისი შვილი და ირაკლი ნოზაძე მეგობრობდნენ.

 

წყარო :WWW.IPN.GE

banner
წინა სტატიაშიReuters-ი – საქართველომ სირიის კუთვნილ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე დაუხურა
შემდეგი სტატია„გირჩის“ წევრი ნიკა ობოლაძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა