Reuters – აშშ უკრაინისთვის 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემას გეგმავს

შეერთებული შტატები უკრაინისთვის ახალ, 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღების პაკეტს ამზადებს, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პაკეტი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

დახმარება მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, თანმხლებ საბრძოლო მასალას, დრონების საწინააღმდეგო და სარადარო სისტემებს, სათადარიგო ნაწილებს, ტრენინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთთან კონფლიქტის ფონზე 15 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.

banner
წინა სტატიაშილარსის სასაზღვრო პუნქტთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან