,,რაიონი გეკითხებათ – ხალხის ხმა პარლამენტარს”– ,,თაიმერი” ახალ პროექტს იწყებს

საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი“ ახალი პროექტს იწყებს – ,,რაიონი გეკითხებათ – ხალხის ხმა პარლამენტარს”. პროექტის ფარგლებში, „თაიმერის“ ჟურნალისტები საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრებიან და გაარკვევენ, თუ რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა მათი მაჟორიტარი დეპუტატების სამწლიანი საქმიანობით.
„თაიმერის“ ჟურნალისტები უკვე იმყოფებოდნენ ხობის რაიონში. გასცემს თუ არა ხობელების კითხვებს პასუხს რაონის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია?! – ამას მომავალ კვირას შეიტყობთ.
თუ გაქვთ კითხვები, ან რეკომენდაციები მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ, ნუ დაიზარებთ, მოგვწერეთ.
თქვენ სვამთ კითხვებს, ჩვენ მათზე პასუხების მიღებაში გეხმარებით!

banner
წინა სტატიაში,,ეს ხელისუფლება არის მთავარი პრობლემა ევროპულ გზაზე”
შემდეგი სტატიაპუტინმა თურქეთს სანქციები დაუწესა….